ახალი რეგულაცია სავაჭრო ობიექტებისთვის

პლასტიკის პარკების გამოყენებაზე რეგულაცია მკაცრდება. აკრძალვის მიუხედავად, მათი გამოყენება ბაზარზე მაინც ხშირია. ასაწონ პარკებს თავის დროზე გამკაცრებული კანონი არ შეეხო. ახალი რეგულაციის მიხედვით კი, ყველა ობიექტი ვალდებული იქნება, რომ პლასტიკის პარკი ბიოდეგრადირებადი პროდუქციით ჩაანაცვლოს, ანუ ისეთი პარკით, რომელიც ნიადაგში ადვილად იშლება და გარემოს არ აბინძურებს. ბიზნესის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ბიოდეგრადირებადი პარკის მაღალი ფასიდან გამომდინარე კანონში შესული ცვლილება პროდუქტების ფასებს გააძვირებს.