მუდმივად მზარდი ავტოპარკი და გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობა – პრობლემა, რომლის მოგვარების აუცილებლობაზე ყველა თანხმდება, თუმცა დაანონსებული რეგულაციების ირგვლივ დისკუსია არ წყდება.
ამ დრომდე დავის საგანია ცვლილება, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდება და ქვეყანაში 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს აკრძალავს. შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრომობილებზე. ავტო-იმპორტიროების გარდა, რეგულაციას ეჭვქვეშ აყენებს საგზაო მოძრაობისა და გარემოს დაცვის ექსპერტთა ნაწილიც. სპეციალისტების მოლოდინია, რომ აპრილიდან, მყიდველი აქცენტს ახალ ავტომობილზე გააკეთებს და დაზიანებებს ყურადღებას ნაკლებ მიაქცევს, რაც უფრო მძიმე შედეგების მიზეზი გახდება.
რას პასუხობენ ექსპერტების მოსაზრებებს გარემოს დაცვის სააგენტოში – ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტი.