ახალი რეგულაცია

დღეიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ცვლილების თანახმად გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

პატრულ-ინსპექტორებმა შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

მძღოლის შემოწმება ჯერ სწორედ ამ ტესტის საშუალებით მოხდება, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მოქალაქეს უკვე ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.