ახალი რეალობა ვენესუელაში

ცხრა წლის შემდეგ ვენესუელამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკანონო გადაწყვეტილება შესაძლოა უკან წაიღოს.

ამ შანსს ქვეყნის ახალი პოლიტიკური რეალობა აჩენს. სამოქალაქო ომის ზღვარზე მისულმა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციონერმა ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად, მაისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ამ არჩევნების დროს გამარჯვებული ნიკოლას მადურო კი არალეგიტიმურად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა უკვე აღიარა აშშ-მა და რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ.

მწვავეა მადუროს რეჟიმის მომხრე რუსეთის რეაქცია. მოსკოვი ლათინოამერიკულ ქვეყანაზე გავლენებს კარგავს. რუსეთის პირველი დიპლომატი ვენესუელაში მოსალოდნელ ქაოსზე მიანიშნებს. პოლიტიკურ ცვლილებებს წინ მადუროს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მასშტაბური აქციები უძღოდა.