ახალი რეალობა უნგრეთში – მადიარის გამარჯვება არჩევნებში

21:11, 13.04.2026

შეცვლილი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში – საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყანას ახალი მმართველი პარტია ეყოლება.

ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლების სადავეებს მისი ყოფილი თანაპარტიელი, „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი გადაიბარებს. ორბანის მთავარმა ოპონენტმა უნგრელი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის პარტიას ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში საკონსტიტუციო უმრავლესობა  ექნება. უნგრეთის მოქმედი პრემიერი იყო ერთ-ერთ პირველი, ვინც მეტოქეს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. ქვეყანა ახლა ცვლილებების მოლოდინშია. პეტერ მადიარი, რომელიც ვიქტორ ორბანს კორუფციასა და ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციაში ადანაშაულებდა, არაერთ ცვლილებას აანონსებს, თუმცა უკვე გამოიკვეთა საკითხები, რომელშიც მომავალი პრემიერი წინამორბედზე მკაცრი პოლიტიკის მომხრეა. პეტერ მადიარი მსოფლიო ლიდერების მილოცვებს უკვე იღებს. განსაკუთრებით აქტიურობენ ვიქტორ ორბანის პოზიციონირებით უკმაყოფილო, ევროპელი პოლიტიკოსები.

მსგავსი