ახალი რეაბილიტირებული სკოლა სოფელ ყანდაურაში

18:34, 15.09.2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში დაიწყო. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 623 ათას ლარზე მეტი შეადგინა. განახლებული სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს თანამედროვე და გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს.

მსგავსი