ახალი ქვესადგურის მშენებლობა
უახლოეს მომავალში ქართულ ენერგო სექტორს კიდევ ერთი ენერგო ობიექტი შეემატება.
ურბნისის ქვესადგური სახელმწიფო ელექტრო სისტემისა და ექვსი კერძო კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია. ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე 220 კილოვატიანი ქვესადგური უნდა აშენდეს, რომლის მთავარი ფუნქცია ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელისთვის მიწოდება იქნება.
ახალი ქვესადგური ექსპლოატაციაში 2027 წლის დეკემბერში უნდა შევიდეს.