ახალი ქართული სერიალი პირველ არხზე
პირველ არხზე ახალი სერიალი იწყება. „ჩვენი კლინიკა“ – ასე ჰქვია რეჟისორ ლევან ახობაძის მიერ გადაღებულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ სერიალს, რომელსაც მაყურებელი 29 მაისიდან ნახავს. სერიალი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა წარმოებაა და ტელევიზიის პავილიონებშია გადაღებული. სერიები კვირაში ორჯერ, პარასკევსა და შაბათს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე გავა. 30 სერიისგან აგებულ სერიალში მოქმედება კლინიკაში ვითარდება. მონაწილეებს შორის ცნობილი მსახიობები არიან.