ახალი ქართული ფილმი

„ოთარის სიკვდილი“ –  ასე ჰქვია ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა.

სოსო ბლიაძის ნამუშევარი თანამედროვე ქართველი დედა-შვილის ტრაგიკულ ისტორიაზე გვიყვება. ფილმში ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, დიმიტრი ტატიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

2018 წელს გადაღებული „ოთარის სიკვდილი“ სამი ქვეყნის, – საქართველოს, გერმანიისა და ლიეტუვის, – ერთობლივი პროდუქციაა.