ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველობისა და მოქმედი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის

18:30, 10.10.2019

მასწავლებლის ეროვნული სკოლა, – განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველობისა და მოქმედი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას იწყებს.

სკოლა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს. მსურველები კონკრეტულ საგნებში მომზადდებიან.

ახალი პროგრამა მცირეკონტინგენტიან სკოლებს საშუალებას მისცემს, ერთმა პედაგოგმა რამდენიმე საგანი ასწავლოს, რაც თავის მხრივ, პედაგოგების ანაზღაურებასაც გაზრდის.

მსურველთა რეგისტრაცია 11 ოქტომბრიდან იწყება.

მსგავსი