კიდევ ერთი პროგრამა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად – სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს უცხოელი აგროკონსულტანტების მომსახურების 70 %-ს დაუფინანსებს. ახალი პროგრამის მიზანი სექტორში დასაქმებულების ხელშეწყობა, უცხოელი აგრონომების გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანა და დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებაა.
რა ღირს აგრო კონსულტანტის მომსახურება დღეს, რაში დაეხმარება ფერმერებს ახალი პროგრამა და კონკრეტულად ვინ შეძლებს შეღავათებით სარგებლობას – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.