ახალი პროგრამა ძუძუს კიბოთი დაავადებულთათვის

მკერდის სიმსივნით დაავადებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

ონკოპაციენტები ითხოვენ, რომ კიბოს მეოთხე სტადიის მკურნალობა უწყებამ დააფინანსოს.

დღეს მოქმედი წესით, მკერდის სიმსივნის მეოთხე სტადიის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის ჩართული და მოქალაქეები დაფინანსებას მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მუნიციპალიტეტების დონეზე იღებენ.

გვანცა გავაშელი არკვევდა, გადაიხედება თუ არა მოქმედი წესი მას შემდეგ, რაც პაციენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დააანონსა.