ახალი პროექტი საქართველოში

„უნივერსალ მუსიქ ფაბლიშინგ გრუპი“ საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის.

პრეზენტაციაზე ხელი მოეწერა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში გაწევრიანების ხელშეკრულებას. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალური გამომცემლობის პირდაპირი წარმომადგენელი, ქართული კომოპანია „ჯი ემ აი რაითს“ მენეჯმენტი გახდა. „უნივერსალს“ აქვს 47 წარმომადგენლობა მსოფლიოს 45 ქვეყანაში და მართავს ისეთი ჯგუფების და არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან „ქოლდფლეი“, ელტონ ჯონი, „მარონ ფაივი“, ჯიმი ჰენდრიქსი და კიდევ ბევრი სხვა.