ახალი პროექტი საქართველოს რადიოს ეთერში

18:44, 20.11.2025

„ქართული კინოს აუდიოდისკრიფცია“ – ამ სახელწოდების ახალ პროექტს იწყებს საქართველოს პირველი არხი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია პოზიტივი“ – აღნიშნული მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის არის მომზადებული. პროექტის ფარგლებში მსმენელებს 15 ქართულ ფილმს შესთავაზებენ. მიზანია ძველი ქართული მხატვრული ფილმების აუდიო აღწერით აღჭურვა, რათა მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს  შეეძლოთ ქართული კინემატოგრაფიის სრულფასოვანი აღქმა. ფილმები საქართველოს რადიოს ეთერში 26 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს 22 საათსა და 10 წუთზე გადაიცემა და განთავსდება პირველი არხის სტრიმინგ პლატფორმაზე – 1tvplay.

მსგავსი