ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხი ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის შესწავლის შესაძლებლობას დანიის ცნობილ, ორჰუსის უნივერსიტეტში აძლევს. საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები დანიაში ეტაპობრივად გადამზადების თვენახევრიან კურსს გაივლიან. პროექტში პირადად ჩართულია ულრიკ ჰააგერუპი – კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის ჟურნალისტი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი. დანიაში გადამზადების კურსი ნოემბერში დაიწყება, მანამდე კი, კონსტრუქციული ახალი ამბების შესავალზე, ულრიკ ჰააგერუპი მაისში ონლიანსემინარს ჩაატარებს, აგვისტოში კი, საქართველოს ეწვევა და ორდღიანი ვორქშოფი გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმში.