ახალი პროექტი ქუთაისში

ქუთაისში ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანი გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ASUS-ის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური ტექნიკური დახმარების ქუთაისში გაწევაა. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას საქართველოდან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები გაუწევენ.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისი გაიხსნა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. პრეზენტაციას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოსა“ და GITA-ს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ინვესტორები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.