ხვალიდან ჩვენს ეთერში სამ ცნობილ ქართველ მომღერალს ახალ ამპლუაში ნახავს. აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და კახა გრიგალაშვილი გასართობ-შემეცნებით მუსიკალურ შოუს გაუძღვებიან. „სიმღერით იარე“ – ასე ერქმევა გადაცემას, რომლიც მიზანი ქართული ქალაქური მუსიკის პოპულარიზაციაა. წამყვანები ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქალაქური სიმღერების შექმნის ისტორიებზე ავტორებთან და შემსრულებლებთან ერთად ისაუბრებენ, შესრულდება ცნობილი სიმღერების ახლებური ინტერპრეტაციები, იქნება ახალი სიმღერების პრემიერებიც. გამოყენებული იქნება ტელევიზიის ოქროს ფონდიდან უნიკალური ჩანაწერებიც. გადაცემა ჩვენს ეთერში ყოველ შაბათს გავა და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.