ახალი პროექტი

18:35, 30.10.2026

პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან დაკავშირებული ახალი პროექტი იწყება. ინიციატივა 11 საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს. მისი მიზანი კურსდამთავრებულთა მონაცემების შეგროვება და თანამშრომლობის სისტემების შექმნაა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმარება განათლებასა და შრომის ბაზარს შორის კავშირის გაძლიერებაში. პროექტი ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილისა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდების მხარდაჭერით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და ერთი წელი გაგრძელდება.

მსგავსი