ახალი პროექტები თბილისში - სპეციალისტების გამოხმაურება

ურბანისტები „ლაგუნა ვერესთვის“ ძველი ფუნქციის შენარჩუნებას დადებითად აფასებენ. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიისთვის რეკრეაციული სივრცის სტატუსის შეცვლა მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ. სპეციალისტების განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსების აშენება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით სატრანსპორტო და ურბანულ პრობლემებს შექმნის.