ახალი პრემიერის მთავარი გზავნილი

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, გამჭვირვალე საქმიანობა, დაწყებული პროექტების დასრულება, საგარეო პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღება სპეციალისტებთან ფართო კონსულტაციების შედეგად – ეს მთავარია განცხადებებია, რაც ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე მან სოცილურ მიმართულებებსა და სტიქიის შედეგებზეც ისაუბრა.

პრემიერმა უწყებების ხელმძღვანელებს პოლიტიკური დავალებებიც მისცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.