ახალი პორტალის პრეზენტაცია

12:25, 14.07.2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული NACE კლასიფიკატორის, ახალი საძიებო პორტალის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატსა და „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“ შორის. შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი პროექტების განხორციელების, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კონსულტაციების გაწევის, სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლის, ასევე ოფიციალური სტატისტიკის პოპულარიზაციის მიმართულებით. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დამაზუსტებელ კითხვებს სვამს, რაც ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი კოდის, უფრო მაღალი სიზუსტით განსაზღვრას უზრუნველყოფს. ახალი პორტალი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მეწარმეობის დაწყების მსურველებისთვის, საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის, ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტებისა და ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვისაც საქმიანობის შესაბამისი კოდის განსაზღვრა სჭირდება.

მსგავსი