ახალი პოლიტიკური რეალობა სომხეთში

სომხეთი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში.

ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნები მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი, ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი. სწორედ მის მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო გამოსვლებმა დაასრულა სერჟ სარგსიანის 10-წლიანი მმართველობა. პრემიერის პოსტის დასაკავებლად ფაშინიანს მინიმუმ 53 დეპუტატის ხმა სჭირდება. კონსულტაციების შემდეგ 47 ხმა გარანტირებულია, თუმცა ეჭვქვეშაა, მიიღებს თუ არა პრემიერობის კანდიდატი საჭირო ექვს ხმას მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან, რომლის ლიდერები ფაშინიანის პოლიტიკური გამოცდილების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. არჩევნები აქციის ფონზე ტარდება.

ლიკა ალელიშვილი განაგრძობს საუბარს ერევნიდან.