ახალი პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში

პარლამენტი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის ახალ წესზე დღეს მეორე მოსმენით იმსჯელებს. ცვლილებები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ინიციატივის შედეგად, რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება ექნებათ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ახალ წესზე, რომლის მიხედვით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება ერთი პარტიის წევრებს შეეძლებათ, რაც აქამდე აკრძალული იყო.