ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნება
„ჯერ საქართველო“- ამ სახელწოდებით ახალი პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია. თანადამფუძნებელი კი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძეა. პოლიტიკურ გაერთიანებას უერთდებიან ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე და გიორგი მსხილაძე. პარტია საჯარო რეესტრს ოფიციალურად დარეგისტრირების თაობაზე უახლოეს პერიოდში მიმართავს. ლიდერების განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს დაბრუნება და იმ გამოწვევებზე პასუხია, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვიქტორ ყიფიანი კონკრეტულ პარტიებთან, მათ შორის „თავისუფლების მოედანთან“ კონსულტაციებს აანონსებს, თუმცა, ოპოზიციურ ალიანსთან გაერთიანებას ამ დროისთვის არ გეგმავს. მიზეზი – ამ ალიანსში არსებული დაპირისპირებაა.