ახალი პოლიტიკური გაერთიანება

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალი“ საზოგადოებას უკვე გაეცნო და მოქმედების საკუთარი გეგმაც წარადგინა.

გაერთიანების დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანია. მისი მხარდამჭერები და თანამოაზრეები პირველ ყრილობაზე შეიკრიბნენ. „ექსპოჯორჯიაში“ იმყოფებოდნენ გაერთიანების დელეგატებიც.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე იმუშავებს. ჩარკვიანის გუნდს უცხოელი კონსულტანტებიც ჰყავს, რომლებიც გაერთიანებას რეგიონის განვითარების პროგრამის შემუშავებაში დაეხმარებიან.

რა პლატფორმაზე დგას და რა ღირებულებები აერთიანებთ კანონისა და სამართალის სახელით შეკრებილებს, ორგანიზაციის წევრებმა ტრიბუნიდან, სიტყვით გამოსვლისას განმარტეს.

დატოვე კომენტარი