ახალი პლატფორმის პრეზენტაცია

მეცნიერებათა აკადემიაში ახალი პლატფორმის – „დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგრადობის სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება და ამ მიმართულებით გაჯანსაღების ღონისძიებების განხორციელება. პლატფორმის წევრების განცხადებით, საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას, ამიტომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. პლატფორმის ინიციატორების განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ისინი აპირებენ შეხვედრების გამართვას, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოსთან, რადგან მათი მიზანია, პროექტმა მიიღოს სახელმწიფო პროგრამის სტატუსი, რაც საქართველოში დემოგრაფიული პროცესის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.