ახალი პლატფორმა

ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმის შექმნის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ მათი ამოცანაა, შექმნან განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა, რომელიც პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა გახდება. „გვწამს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი რეალობის შექმნას, რომელზეც ავაშენებთ წარმატებულ და თავისუფალ საქართველოს“,- ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში.