ახალი პატრიარქის არჩევა - შეფასებები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველ გუნდში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების ამ მიმართულებით გააქტიურებას პოლიტიკური მიზეზებით ხსნიან. მათი თქმით, ეკლესიაზე საუბარი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ განხეთქილების შეტანას როგორც საზოგადოებაში, ისე საპატრიარქოში. ოპოზიციის ნაწილის თქმით, ნებისმიერი პირის მიერ სინოდის საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში ჩარევა მიუღებელია.