პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პოლიტიკურ პარტიებში. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საზოგადოებასა და საპატრიარქოში განხეთქილების შეტანას ცდილობენ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ოპოზიციაში, სადაც განმარტავენ, რომ ერთადერთი, ვისაც ამ პროცესებში ჩარევის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, „ქართული ოცნებაა“.