საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომდევნო პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, კვლავ გრძელდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველ გუნდში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების ამ მიმართულებით გააქტიურებას პოლიტიკური მიზეზებით ხსნიან. მათი თქმით, ეკლესიაზე საუბარი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ განხეთქილების შეტანას როგორც საზოგადოებაში, ისე საპატრიარქოში.