ახალი პარტიის დაფუძნება

„ევროპელი სოციალისტები“ – ამ სახელწოდებით ერთიანდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ ის წარმომადგენლები, რომელებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. დამფუძნებელი ყრილობა დაახლოებით ერთ საათში, სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება. დღესვე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და სამდივნოს წევრებს.

მმართველი გუნდი პარლამენტში ახალი პოლიტიკური ძალის შესვლას მიესალმება. უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობასთან დაკავშირებით, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ.