ახალი პარკი დედაქალაქში
ვაკის პარკის შემდეგ სიდიდით მეორე დასასვენებელი სივრცე თბილისში. სამგორის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. პარკი სამხედრო დასახლებაში, აბრამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 16-ჰექტარზე მოწყობილი სივრცე საფეხმავლო და ველობილიკებს, სავარჯიშო სივრცეებს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს და მოსასვენებელ პავილიონებს მოიცავს. მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი. პრეზენტაციაზე ჯგუფმა „ურსამ“ იმღერა. პროექტის ღირებულება 21 მილიონ 800 000-მდე ლარია.