კენჭისყრის ოთხი რაუნდი და მეოთე სესიაზე მიღებული ხმათა უმრავლესობა – კათოლიკურ სამყაროს ახალი წინამძღოლი ჰყავს.
კარდინალი რობერტ პრევოსტი, ახლა უკვე ლეო მე-14 რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. ახალმა პონტიფიკოსმა საზოგადოებას არჩევიდან რამდენიმე წუთში მიმართა. 267-ე პაპის მთავარი გზავნილები იყო დიალოგების დამყარება და მშვიდობა. დაიბადა ჩიკაგოში და მსახურობდა პერუში – თვეების წინ ის კარდინალ-ეპისკოპოსად დააწინაურეს და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესეს. მანამდე კი წლების განმავლობაში პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი იყო.
პირველი რეაქციები და მოლოდინები – ქეთი ჩოხელი გვეტყვის, როგორ შეხვდნენ კონკლავის არჩევანს.