ორ წელიწადში თბილისში ახალი ონკოლოგიური კერძო კლინიკა გაიხსნება.
სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვება. დაგეგმილია საავადმყოფოს თანამედროვე და უახლესი აპარატურით და სტანდარტებით აღჭურვა. ონკოლოგიური კლინიკის დახურვის შემდეგ უკვე წლებია, ონკოლოგიური განყოფილებები სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საავადმყოფოშია გადანაწილებული. მომავალ კლინიკაში კი ყველა მიმართულება ერთ სივრცეში მოიყრის თავს.
დღეს „მოამბე“ ასევე დაინტერესდა, რჩება თუ არა ძალაში ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის მშენებლობის გეგმა.