ახალი მულტიმოდალური ტერმინალი ფოთში

კიდევ ერთი დასრულებული პროექტი, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს აუმჯობესებს.

ფოთის პორტთან ახლოს ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. გარდა იმისა, რომ თანამედროვე ტერმინალი შუა დერეფნის პროექტში ჩვენი ქვეყნის ფუნქციას აძლიერებს, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა ტვირთების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის და ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონის მომსახურება შეუძლია. პროექტი შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობით „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა.