ახალი მულტიმედიური პროექტი ეროვნულ გალერეაში     

ეროვნული გალერეა ხვალიდან მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

„ბუფერული ინტერვალები“ -ამ სახელწოდების ექსპოზიცია მულტიმედიური პროექტია, რომელიც მხატვრის საკუთრებაში არსებულ 25 ნამუშევარს აერთიანებს. მისი შემოქმედების მთავარი ხელწერა სხვადასხვა მედიის გამოყენებით ინტეგრირებული ნამუშევრების შექმნაა, რაც კონკრეტული თემის ორიგინალურად და მძაფრად გადმოცემის საშუალებას იძლევა. პროექტ „ბუფერულ ინტერვალებში“ ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა და წინაღობების მუდმივი გადალახვის პროცესია ასახული.