ახალი მულტიფუნქციური ცენტრი ვარკეთილში

21:38, 26.09.2025

ახალი სივრცე სამგორის რაიონში.

ვარკეთილის დასახლებაში მრავალფუნქციური კომპლექსი გაიხსნა. საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, დასასვენებელი და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცეები, მედიათეკა – 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული საზოგადოებრივი სივრცე ყოველთვიურად 10 000 მოქალაქის მომსახურებაზეა გათვლილი. კომპლექსი 60 წელს გადაცილებულ პირებს სერვისებს უფასოდ შესთავაზებს. საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი მსგავსი კომპლექსების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბანში და რეგიონებშიც დაანონსდა.

მსგავსი