ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ქუთაისში

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ირაკლი შენგელია აირჩიეს.

გადაწყვეტილება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. შენგელიას ხმა 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ ბრეგაძეს კი მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. ქუთაისის საკრებულო 35 წევრით არის დაკომპლექტებული. კენჭისყრაში მონაწილეობა სამმა დეპუტატმა არ მიიღო. დღესვე სხდომაზე კომისიები დაკომპლექტდება და თავმჯდომარეებს აირჩევენ.