ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს ზუგდიდშიც. სხდომაზე საკრებულოს ლეგიტიმაციას ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი, თუმცა სხვა პროცედურულ საკითხებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

კვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარის არჩევნები ერთი კვირით გადაიდო. დღეს ორი ფრაქცია შეიქმნა – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ზუგდიდი-საქართველოსთვის“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქცია არ შეუქმნია. საკრებულოს სხდომები ჩაიშალა სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც.