ახალი მოსასვენებელი სივრცეები გლდანში

გლდანის ხევს სამი ახალი მოსასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, ერთის კი ახლა მიმდინარეობს. გლდანის ხევის კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათება და სარწყავი სისტემები.