ახალი მოძრაობის პრეზენტაცია

ვახუშტი მენაბდემ, ლევან ლორთქიფანიძემ, თათია დვალმა, ელენე ფასურმა თანამოაზრეებთან ერთად „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დააფუძნეს.

მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. მოძრაობის დაფუძნების ინიციატორების განცხადებით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავებაც. „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ არ არის სპონტანური ინიციატივა. არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ ეტაპზე მოძრაობა 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.