ახალი მოდერნიზებული რეაქტორი „რუსთავის ზოტში“

18:37, 19.10.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, „რუსთავის აზოტის“ საამქროში, ახალი მოდერნიზებული რეაქტორი დაათვალიერეს. ახალი კატალიზური გამწმენდი რეაქტორი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერითა და კომპანია რუსთავის აზოტის ინვესტირებით განხორციელდა. ინვესტიციის ჯამური ღირებულება ხუთ მილიონ ევროს აჭარბებს. ახალი თაობის კატალიზატორი, დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს. თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვით, კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბური აირი, 95%-ით შემცირდა.

მსგავსი