ახალი მინისტრთა კაბინეტი ბრიტანეთში

12:37, 21.07.2026

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტის წევრები დაამტკიცა. ბერნემმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ედ მილიბენდი დანიშნა. ამასთან, ცნობილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი – ჯონ ჰილი დაიკავებს. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად კი – ხელახლა აირჩიეს შაბანა მაჰმუდი. ამასთან, ბრიტანეთის ყოფილი ტრანსპორტის მდივანი ლუიზ ჰეიგი პრემიერ-მინისტრის უმაღლეს გუნდში დაბრუნდა და პირველი სახელმწიფო მდივნისა და კანცლერის თანამდებობას დაიკავებს.

მსგავსი