ახალი მინისტრის წარდგენა

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებს დღეს პრემიერმა წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას და ყოფილ მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავად რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის, სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა. მთავრობის მეთაურს და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა ირაკლი ქარსელაძემაც და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.