ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები თბილისში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების კიდევ ერთი ეტაპი.

თბილისში ახალი ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების ნაკადი იმოძრავებს. მოსახლეობას 126 ერთეული ავტობუსი და 200 მიკროავტობუსი მოემსახურება. ტენდერის გზით შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები არსებულ ყვითელ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ჩაანაცვლებს. განახლების პროცესი, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს, მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ცვლილებებია ავტობუსების მოძრაობის სქემაში. დედაქალაქში 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება, რამაც ტრანსპორტის მოცდის დრო უნდა შეამციროს.