ახალი მიგრანტები ევროპაში

5-დღიანი ლოდინის შემდეგ,  სამაშველო ხომალდ აქუარიუსზე  მყოფი 141  მიგრანტი მალტამ მიიღო. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას,  მიგრანტები ზღვაში ელოდებდნენ.  მანამდე იტალიამ ლტოლვილების საკუთარ ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი თქვა. პრემიერისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,  ქვეყანამ საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა და მიგრანტებისთვის ყველა პორტი დახურა.