ახალი მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ

21:40, 20.11.2025

სპეციალური კანონი 14 წელს მიუღწეველი კანონდამრღვევი მოზარდებისთვის – თუ აქამდე 14 წლამდე ბავშვებისთვის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი არ არსებობდა, დაანონსებული ცვლილებებით კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებზე რამდენიმე სახელმწიფო უწყება, სპეციალისტებთან ერთად იზრუნებს. პარლამენტი გერმანული მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანას გეგმავს. მიზანი 14 წელს მიუღწეველი მოზარდების საჭიროებების ინდივიდუალური დადგენა, მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და დანაშაულის პრევენციაა. კანონდამრღვევი მოზარდის რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას სპეციალური ცენტრი გაუწევს, რომელიც იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შეიქმნება.

მაკა ლაშხია გვეტყვის, რას შეცვლის ახალი კანონი და რა ფორმით მოხდება კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების სპეციალურ პროგრამებში ჩართვა.

მსგავსი