ახალი მექანიზმი ბიზნესისთვის

მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელისუფლება ბიზნესის გასაფართოებლად ახალ მექანიზმს სთავაზობს.

საუბარია საკრედიტო-საგარანტიო ინსტრუმენტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის აღების დროს სახელმწიფო ბიზნესმენებს კომერციულ ბანკებთან უშუამდგომლებს და გარანტორის ფუნქციას ითავებს. საბანკო კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, სესხის 70%-ს სწორედ ხელისუფლება აანაზღაურებს.

რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ჭარბვალიანობასთან ბრძოლაა.