ახალი მარშრუტი კრწანისსა და სამგორში

დღეიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მგზავრთა მომსახურებას მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნომერი 544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კრწანისის ქუჩის 65 ნომრამდე. ხოლო 559 კი გივი ამილახვარის ქუჩას მეტრო „ვარკეთილთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, სამგორის რაიონში, 295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები, ათმეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. მერიაში ამბობენ, რომ ცვლილებები გადაადგილებას უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის.