„ახალი კვირის“ დაჯილდოება

პრიზი „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2018″ პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანს იმედა დარსალიას გადაეცა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელმა გუნდმა იმედა დარსალიას ჯილდო მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის მომზადებისთვის, ასევე პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი პასუხისმგებლობისთვის გადასცა. ჯილდო „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2018″ სულ 13-მა ჟურნალისტმა და სამმა მედიასაშუალებამ მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” ნომინაციაში “ღია სასამართლო ინსტანცია” ჯილდო რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადასცა. “ყველაზე ღია საჯარო უწყების” ჯილდო მიიღო “თბილისის მერიამ. “საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის” კი ბიზნესომბუდსმენის აპარატი დაჯილდოვდა.

დატოვე კომენტარი